რუსთავი2 გენერალური დირექტორი პაატა სალია, დღეს 3 საათზე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. სავარაუდოდ სალია ტელეკომპანიის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას წარადგენს.
ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2“-ის გასხვისებისთვის დაწესებული ვადა გუშინ ისე ამოიწურა, რომ ტელევიზიის ყიდვის მსურველი არ გამოჩენილა. მფლობელები ამბობენ, რომ ტელევიზიას ფინანსური კრიზისი აქვს და მისი გაკოტრების სურვილი არ აქვთ, ამიტომ მისი გაყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი.
ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2"-ის გაყიდვის შესახებ განცხადება 12 აგვისტოს გაავრცელა.
ტელეკომპანიის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ამბობდა, რომ ისაუბრებდა მხოლოდ იმ პირებთან, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს.