"ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც რამდენიმე მედია საშუალება წამოეგო" - მთავრობის პრესსამსახური ცრუ ინფორმაციაზე

20 აგვისტო 2019, 12:00 1297 ნახვა

გუშინ, 19 აგვისტოს, მედიას მთავრობის ყალბი ელექტონული ფოსტიდან ფეიკ ინფორმაცია გაუგზავნეს. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელსაც რამდენიმე მედია საშუალება წამოეგო. 

"გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა.   პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას" - განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი