რესპუბლიკური საავადმყოფოს 6 ექიმი კვალიფიკაციას აიმაღლებს

30 აგვისტო 2016, 00:00 4614 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვსი ექიმი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსს ისრაელში გაივლის. ისინი სამედიცინო ცენტრ  ''კომეტს''  15 სექტემბერს ეწვევიან და ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო სფეროს სიახლეებს გაეცნობიან. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მედიკოსთა გადამზადება პერიოდულად ხორციელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის გახსნამდე, პროექტები ეტაპობრივად გაგრძელდება. უცხოეთში მედიკოსთა გადამზადების ინიციატივა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მის მეუღლეს ეკუთვნით. პროექტის ხარჯებს კი ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი დაფარავს.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში