რუსეთი ხილის, ბოსტნეულის, სანელებლების იმპორტის წესებს ამკაცრებს

19 აგვისტო 2019, 12:45 1592 ნახვა

რუსეთი ხილის, ბოსტნეულის, ყვავილებისა და სანელებლების იმპორტის წესებს ამკაცრებს. აღნიშნულის შესახებ განკარგულება რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ცვლილებები ძალაში დრეიდან, 19 აგვისტოდან შედის. 

ახალი რეგულაციების თანახმად მგზავრებს ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გაცემის გარეშე  ხელბარგსა და ბარგში მხოლოდ 5 კილოგრამი ბოსტნეულისა და ხილის გადატანა შეეძლებათ.

უფრო დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების და ნარგავების შეტანა მხოლოდ ფიტოსანიტარული სერტიფიკატის მიღების შემთხვევაში იქნება ნებადართული. ასეთი დოკუმენტის უქონლობის შემთხვევაში პროდუქციას ან უკან დააბრუნებენ, ან გაანადგურებენ.

ახალ რეგულაციებში მოექცევა, თხილის, ბოსტნეულის, მათ შორის, მაგალითად, პომიდორის, სხვადასხვა სახის კომბოსტოს, სტაფილოს, კიტრის, ყველა სახის ხახვის გადატანა.

ახალი რეგულაციები ვრცელდება ტრანსპორტის ყველა სახეობაზე, მათ შორის წყლის, საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის ჩათვლით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი