დღეს ფერისცვალებაა. მართლმადიდებლები ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს ზეიმობენ. ტაძრებში ხილს აკურთხებენ. მარხვის გამო 19 აგვისტო თევზით ხსნილია. სახარების თანახმად ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბათუმისა და ლაზეთი მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.