უკანონოდ დაკავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია- ქეთევან ციხელაშვილი

18 აგვისტო 2019, 21:40 1763 ნახვა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, გამყოფ ხაზთან დაკავებულების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ იოსებ დვალიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც დაკავებულის ახლობლებს შეხვდა.

თავზარაშვილი მის შვებულებაში ყოფნის გამო ატეხილ აჟიოტაჟსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი და შექმნილ მდგომარეობაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, დაკავებული ქართველების მიმართ შესაბამის ზომებს „პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების“ შემდეგ მიიღებენ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, საქართველოს რვა მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს. მათივე ცნობით, ინციდენტი ცხინვალის აძესარის რაიონში, ეკლესიასთან მოხდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მტკიცებით, საქართველს მოქალაქეები ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათივე ინფორმაციით,  დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საოკუპაციო ძალებმა 1 მათგანი იოსებ დვალიშვილი ამ დილით სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე, 7 კი გუშინ სოფელ ახალუბანთან დააკავა.  უცნობია, როდის გადაიყვანენ დაკავებულებს ე.წ. სასამართლოზე, რომელიც შესაბამის ზომებზე იმსჯელებს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კვირაა, შესაძლოა, ე.წ. სასამართლო ხვალ გაიმართოს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა დაკავებულები დროულად გათავისუფლდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი