რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გუგუტიანთკარში უკანონო საზღვრის გავლების სამუშაოები დაასრულეს. საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებს, კიდევ რამდენიმე ჰექტარი დაემატა. მათ შორის ორი საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები.
მოსახლეობა შიშობს, რომ ბორდერიზაციის პროცესი შეუქცევადი იქნება და ოკუპანტები სამუშაოებს სხვა ტერიტორიაზეც გააგრძელებენ. რუს სამხედროებთან პირისპირ და შემოსავლების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები, ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებასა და თანადგომას ითხოვენ.