ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი, ატირებული მოსახლეობა და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლები

16 აგვისტო 2019, 18:10 1593 ნახვა

ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი, ატირებული მოსახლეობა და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სახლები. საკუთრების დემონტაჟისთვის ადგილობრივებს ორი დღე დარჩა.  მას შემდეგ რაც, გუგუტიანთკარი 8 ელჩმა დატოვა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივებს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილი იმ ოჯახებს, რომლებმაც შენობები დაშალეს, იმის გამო, რომ მათი საკუთრება დღეს უკვე ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზეა დახმარებას დაჰპირდა.
 

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სახნავ-სათესი მიწებიც დაკარგეს. ახლა ფიქრობენ, როგორ უნდა იცხოვრონ. წართმეულმა ტერიტორიებმა მათი მომავალი უკვე შეცვალა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი