მესიჯი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ-ახალი სერვისი

29 აგვისტო 2016, 00:00 3570 ნახვა

თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოყენება დაიწყო. ინოვაციური სერვისი თვითმმართველ ორგანოში ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში დანერგა. მრავალ ქვეყანაში უკვე აპრობირებული ინსტრუმენტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში მოეწყო. ღონისძიებას აჭარის მუნიციპალიტეტების, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი შეფასებით ინოვაცია საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და მსგავსი მომსახურება აჭარის მუნიციპალიტეტებშიც უნდა დაინერგოს.  

ამავე კატეგორიაში