საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. დილიდან რუსმა სამხედროებმა გუგუტიანთკარში, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მთელი დღის განმავლობაში, მოსახლეობის პროტესტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, რუს სამხედროებს სამუშაოები არ შეუწყვეტიათ. დღის ბოლოს საოკუპაციო ზოლთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.