"აქ უნდა იყვნენ მთავრობის წევრები და აგრძნობინებდნენ მოქალქეებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა" - ელენე ხოშტარია

15 აგვისტო 2019, 15:29 1919 ნახვა

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია გორის სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა,  იმ მოქალაქეებს შეხვდა რომლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საოკუპაცია ხაზს იქეთ დარჩა.  

დილიდან რუსმა სამხედროებმა   უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ადგილობრივები მოსახლეობის ნაკვეთებში ამონტაჟებენ ბოძებსა და ლითონის კონსტრუქციებს. ავლებენ მავთულხლართებსაც. 

ბოლო ინფორმაციით, ორი  სახლი  დარჩა უკონტროლო ტერიტორიაზე, შესაბამისად ოჯახები საქართველოშივე დევნილები გახდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ ჩასულა ხელისუფლების წარმომადგენლები. 

''მე უშაუალოდ ოს სამხედროებს ჩავუარე გვერდით, თუმცა ადგილზე პოლიცია ცდილობს, რომ მათთან შეხება არ მოხდეს. სურათია ძალიან მძიმე, გვერდზე ადამიანები საკუთარ სახლებს შლიან, რომ წამოეღოთ იქედან ამ სახლის ნაწილები.  რთულია ამ ყველაფრის ყურება, როგორ გტაცებს რუსეთი მიწას, ანგრევს ადამიანების ცხოვრებას, ანგრევს სახლებს, აქ ადგილზე ძალიან კარგად ჩანს რუსეთის სახე, აქაურები ამას ყველაზე უკეთ ხედავენ..

აქ უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, აქ უნდა იყვნენ მთავრობის წევრები, ისინი უნდა მივიდნენ თითოეულ ოჯახში და აგრძნობინონ მათ, რომ მარტო არ არიან, ხელისუფლება არის მათ გვერდით და ზოგადად ამ საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მიტოვებულები არიან. აქ დღეს უნდა იდგეს საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად და მთელ მსოფლიოს აგონებდეს, რომ 21-ე საუკუნეში რუსეთი ასე საშინლად იქცევა და გლეჯს მიწებს. დაუშვებელია, რომ ასეთი მკვლელი ქვეყნის დეპუტატი გვეჯდეს ხოლმე ჩვენ პარლამენტის სავარძელში,  ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განსაკუთრებული პირობები. საერთაშორისო თვალსაზრისით არ შეიძლება, რომ შეუმჩნევლად მიდიოდეს ეს პროცესი''- ამბობს ''ევროპული საქართველოს''  წევრი ელენე ხოშტარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი