საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი მთავრდება

14 აგვისტო 2019, 12:10 1397 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი სრულდება. დოკუმენტაციის მიღების ვადა დღეს 18 საათზე იწურება. ამ დროისთვის, დირექტორობის მხოლოდ ერთი მსურველი, შოთა ზოიძე  დარეგისტრირდა, რომელიც წინა არჩევნებშიც მონაწილეობდა.  

კონკურსი  12 ივლისს გამოცხადდა. ეს არის მესამე კონკურსი დირექტორის შესარჩევად.  მანამდე ორჯერ  ჩაიშალა, საჭირო ხმათა რაოდენობა,  3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

დირექტორის პოზიცია აპრილში, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც  ყოფილ დირექტორს  ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ  უნდობლობა გამოუცხადა. მან ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი