დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლის 400-მდე დაზარალებული - მოქალაქეები მთავრობასთან აქციას მართავენ

13 აგვისტო 2019, 13:19 1565 ნახვა

 „ხელისუფლება ვალდებულია დაეხმაროს ხალხს“, „ნუ დაგვტოვებთ ემიგრანტებს სახლის გარეშე“, „დაიცავით ხალხის ინტერესი“ - რეგიონის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მოქალაქეები 2016 წელს დაწყებული მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებენ.

ამბობენ, რომ კომპანია "სვეტის" მიერ,თამარის დასახლებაში 2018 წელს დაწყებული მშენებლობის შეჩერებამ მოსახლეობა დააზარალა, რადგან მათ ბინების შესაძენად თანხა წინასწარ გადაიხადეს.

დაზარალებულების თქმით, აქცია რამდენჯერმე გამართეს, თუმცა მათ ყურადღება არავინ მიაქცია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის დირექტორი დააკავეს, მათ მიერ გადახდილი თანხაზე კი პასუხისმგებლობა არავის აუღია. 

ბათუმში სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება რამდენიმე თვის წინ შეიტანეს. ისინი დამნაშავე პირების დაკავებასა და დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

საუბარია 100 ათასობით ლარსა და 400-მდე დაზარალებულ ადამიანზე, რომელთა უმრავლესობა ემიგრანტია. ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი კორპუსის ექვსი სართულია აშენებული. დაზარალებულები, ასევე, ითხოვენ, გაუქმდეს ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება, რომელიც აშენებული ექვსი სართულის დემონტაჟს ითვალისწინებს და მშენებლობა სხვა კომპანიამ დაასრულოს.

სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა მიწის ნაკვეთის სრულად შესყვიდის გარეშე დაიწყო. მენაშენეები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი