გიორგი მამალაძის ოჯახი პატიმრობაში მყოფი დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვს და სექტემბრიდან საპროტესტო აქციების განახლებას აპირებს. სასულიერო პირი ციხეში ძმამ მოინახულა, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები.
დეკანოზს 9 წლით აქვს თავისუფლება აღკვეთილი, ის წელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წელს დააკავეს.