ხაზარაძის, ოქრუაშვილისა და გვარამიას საქმეებზე - კანონი უზენაესია და მის წინაშე ყველა თანასწორი ვართ-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე კონკრეტულ საქმეებზე ვერ ისაუბრებს.