"ომის დროს სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, შეთანხმება მისტრალებზე გაყიდა"-მიხეილ სააკაშვილი

08 აგვისტო 2019, 16:11 2499 ნახვა

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი  ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა“- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  IWPR-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური. სარკოზის წყენა ამერიკელებისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. ისიც  ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე ის იყო, რომ  რუსეთს ჯარის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება დაეკისრა, თუმცა მეორეს მხრივ  იმდენივე ცუდი შედეგი მოჰყვა:  ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების გადაცემა, მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური როლის მინიჭება. თუმცა  სარკოზის საქციელში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან ამ შეთანხმების შესახებ რამდენიმე თვეში დაივიწყდა. მან ის მისტრალებში გაცვალა“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი