პატიმრობა და გირაო მოსამართლეზე მუქარაში ბრალდებულებს

28 აგვისტო 2016, 00:00 3728 ნახვა

ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მეორეს კი 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. საქმე ეხება 26 აგვისტოს გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინცინდენტს. ბრალდების მხარის განმარტებით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის მისამართით განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. პროკურორი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის არგუმენტად მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარის განცხადებით, ინციდენტის დროს პოლიცია თავად თამარ ხაჭაპურიძემ გამოიძახა. მათივე თქმით, საქმე არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე აღიძრა, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა. დაცვის მხარე პროკურატურის მტკიცებულებების უსაფუძვლობაზე საუბრობს და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თამარ ხაჭაპურიძეს, რომელიც ასოციაცია “მომავლის იმედის” თავმჯდომარეა, ეჭვი აქვს, რომ  პროცესები მის საქმიანობას უკავშირდება. ბრალდებულების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში