დღეიდან წამლები ერთ ლარად. 6 სახეობის ქრონიკული დაავადების 35 დასახელების სხვადასხვა წამალს 1 ლარად იყიდიან ასაკით პენსიონერი, შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები.
აქამდე პრეპარატებს შეღავათით გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ყიდულობდა.
პრემიერ-მინისტრი დღეს მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სია გაფართოვდება და დიფერენცირების სისტემა შეიცვლება. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა სიღარიბეს ებრძვის.
როგორ უნდა ჩაერთოთ პროგრამაში, ასევე სად და რომელ აფთიაქებში იყიდით თქვენთვის საჭირო წამლებს.