6 დღეში საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა

06 აგვისტო 2019, 12:08 1018 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის  ოფიცრების მიერ 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით  შემოწმდა 3 168 გადამხდელი. მონიტორინგის შედეგად 435 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. 134 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას. 266 შემთხვევაში  მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ იყო გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი