ლარი, დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8946 ლარი ეღირება.
დღეს, 5 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.8870 ლარი ღირს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, 6 აგვისტოდან შევა ძალაში.
2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 40 მლნ. აშშ დოლარი გამოიტანა. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, რის შედეგადაც ლარი რამდენიმე დღის განმავლობაში მცირედით გამყარდა.