შეკვეთილში აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა. ხათუნა ბერიძეს პროკურატურა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით ედავებოდა და 5000 ლარიან ჯარიმას ითხოვდა , თუმცა სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ პოლიციელის შეურაცხყოფის ნაწილში ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თქმით, აქციების ჩატარების გამო სახელმწიფო მის შეშინებას ჯარიმებით ცდილობს და ეს მიზანმიმართული პოლიტიკური დევნაა.