შსს- ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ

03 აგვისტო 2019, 15:05 3547 ნახვა

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეს თავს დაესხნენ და სხეულზე დაზიანება მიაყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა ფინანსური უთანხმოების გამო მოხდა, რის შემდეგაც გიორგი ნინოშვილი თანმხლებ პირთან - სანდრო ყულაშვილთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი გიორგობიანი, იგივე „გლობუსა“ გაიტაცეს და კრიმინალური გარჩევის დროს ყური მოაჭრეს. ის ახლა სახლში მკურნალობს. სისხლიანი დაპირისპირება ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო გიორგობიანი. მას შემდეგ რაც ბიზნესმენმა შეიტყო, რომ ნილის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ კომპანიასთან, გარჩევების სერია დაიწყო.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი