საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ

02 აგვისტო 2019, 11:33 1635 ნახვა

საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ. კერძოდ, საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ საზღვარგარეთ მამაკაცის თანხმობის გარეშე წავიდნენ.

ახალი კანონი 2 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც 21 წელზე მეტი ასაკის ქალს შეუძლია პასპორტი დამოუკიდებლად დაამზადოს.

ასევე, ახალი განკარგულების  თანახმად ქალებს მშობიარობის, ქორწინების და განქორწინების რეგისტრაციის უფლება ეძლევათ. ამ დრომდე საუდის არაბეთში ქალები იძულებული იყვნენ ნებართვა მამაკაცისგან აეღოთ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი