ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო. მათი ინფორმაციით, პროცესი წარმოადგენს გეგმურ პროცესს, რომელსაც სემეკი ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიურად ახორციელებს.
კომისიის წევრები და გაზგამანაწილებელი კომპანიები საფასურის გაზრდას არ პროგნოზირებენ.