აჭარაში 9 020 ღერი უაქციზო სიგარეტის ამოიღეს - შემოსავლების სამსახური

01 აგვისტო 2019, 11:30 1311 ნახვა

სამართალდამცველებმა აჭარაში, სოფელ სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში 9 020 ღერი სიგარეტი იპოვეს.  

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოართვეს.

საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი