ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

31 ივლისი 2019, 14:32 3829 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედგების გამოქვეყნება დაიწყო. პირველ ეტაპზე ზოგადი უნარების პასუხების ნახვაა შესაძლებელი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ვებგვერდზე, შესაბამისი მონაცემების შეყვანის შემდეგ აბიტურიენტები შედეგებს ნახავენ.

სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად იქნება განთავსებული აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.

ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:

I ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;

II ვარიანტი - 24 ქულა და მეტი;

III ვარიანტი - 22 ქულა და მეტი;

IV ვარიანტი - 24 ქულა და მეტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

სოფო გორგოძის თქმით, შემდეგ სავარაუდოდ, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

 

მონაცემები შეგიძლიან ნახოთ ლინკზე

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში