დაჯარიმებული და გაფრთხილებული სილამაზის სალონები ბათუმში - მერიის სპეციალისტებმა სხვადასხა ტიპის დარღვევა სულ 15 ობიექტში დააფიქსირეს. გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების, ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. სალონების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. სხვათაშორის ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული.