საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ

29 ივლისი 2019, 18:11 1102 ნახვა

საქართველოში მომუშავე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. მიმართვის ავტორები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში გაერთიანებული ჟურნალისტები, ასევე ის მედიასაშუალებებიცაა,    რომლებიც ქარტიის წევრები არ არიან.

მიმართვის ავტორები  პრემიერ-მინისტრს, ასევე სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებენ.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დასწრება და გაშუქება.

რადგანაც მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში