აჭარაში სამსუნიდან ბიზნესმენები იმყოფებიან. მათ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გამართეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ორ რეგიონს შორის ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება და პარტნიორობის ფარგლებში ახალი საწარმოების შექმნაა. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმიც.