ჭადრაკში მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპი

19 აპრილი 2016, 00:00 4209 ნახვა

მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპი ბათუმში გაიმართება. ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი დღეს ჩატარდება.  ხვალიდან კი თამაშები დაიწყება. ტურნირში სპორტსმენები 6 ქვეყნიდან მონაწილეობენ, ესენია: საქართველო, ჩინეთი, სომხეთი უკრაინა, რუსეთი და საფრანგეთი. მსოფლიოს ქალთა გრანპრის 12 მონაწილე ჰყავს, მათ შორის 4 ქართველია _ ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდება. მსოფლიოს ქალთა გრანპრის მეორე ეტაპი 3 მაისს დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში