ბათუმში, პუშკინისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების კვეთაში მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 11 ნომერო ავტობუსი გადაადგილდებოდა, როცა მათ კვამლი შეამჩნიეს. მათი თქმით, მუნიციპალურ ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც სამაშველო ჯგუფმა გამოყვანეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავში გაჩნდა . ცეცხლი სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო.