ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

28 ივლისი 2019, 15:25 1059 ნახვა

ბრალწარდგენილი ირაკლი ოქრუაშვილი, დანაშაულს არ აღიარებს.  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „გამარჯვებული საქართველოს ლიდერი“ ე.წ. მატროსოვის ციხეში იმყოფება. სასამართლო გადაწყვეტილებას ადვოკატი საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ის არგუმენტი თითქოს შესაძლებელი იყო ირაკლი ოქრუაშვილის გამოძიების დროს ქვეყანა დაეტოვებინა საფუძველს მოკლებულია. რადგან იმ დროს, როდესაც გავრცელდა ირაკლი ოქრუაშვილის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია ის არ იმყოფებოდა საქართველოში და დაბრუნდა.

შესაბამისად სასამართლოს მიერ გაზიარებული არგუმენტები რეალურ ფაქტებს არ ეფუძნება. ოპოზიციაში  კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოპონენტებთან რეპრესიული პოლიტიკა დაიწყო. მათი თქმით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან გამოთქვა პრეტენზია „რუსთავი 2-ის“ წილებთან დაკავშირებით. როგორ განაგრძობს ლიდერის გარეშე ბრძოლას „გამარჯვებული საქართველო“ პარტიაში დახურული შეხვედრა გაიმართა. საკითხზე ისინი ხვალ, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში