ვარდები, იები, გიორგინები, გვირილები, ჰორტენზიები, კამელიები-სხვადასხვა ფერის, ზომის, სურნელის მქონე ყვავილები დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გამოიფინა.
ბოტანიკურ ბაღში "ყვავილების ფესტივალი" წელს პირველად მოეწყო.
200-მდე ჯიშის ყვავილისა თუ ხე-მცენარეების დათვალიერება და ბოტანიკურ ბაღში მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
ფესტივალში მონაწილეობას რეგიონში ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები, კერძო კომპანიები და ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ღებულობენ.