აჭარას, ფორბსის, კოსმოპოლიტენისა და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ. რეპორტიორები რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. გაეცნენ ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას.
სამდღიანი ტურის ფარგლებში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ქედის ტურისტულ მარშრუტს ეწვევიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.