კორუფციასთან ბრძოლის ფონდის წევრი ლუბოვ სობოლი, რომელსაც საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა, პროტესტის ნიშნად შენობას არ ტოვებდა.
ლუბოვ სობოლი სამართალდამცველებმა შენობიდან დივანზე წამოწოლილი გამოიყვანა, მოგვიანებით კი ის განყოფილებაში გადაიყვანა.
რამდენიმე საათში ის გაათავისუფლეს და დაკითხვაზე დაიბარეს.