ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ეკონომიკური ომით ემუქრება

27 აგვისტო 2025, 11:54 138 ნახვა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება და იგი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა. „ჩვენ გვინდა, რომ ეს დასრულდეს.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით“, - თქვა ტრამპმა.   მე ვსაუბრობ ეკონომიკურ ომზე და ეკონომიკური ომი ცუდი იქნება რუსეთისთვის. მე ეს არ მინდა.

იცით, ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო. ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. მე ძალიან კარგად ვეწყობი ზელენსკის, ახლა ჩვენ ძალიან განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩვენ ახლა არ ვაძლევთ არანაირ თანხას უკრაინას. ნატო-ს წევრი ქვეყნები იხდიან.

ესეც რომ არ იყოს, მინდა, რომ ეს დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება-განაცხადა ტრამპმა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, რომელიც 2022 წელს დაიწყო, ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ორივე მხრიდან მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა და ბრძოლა შეუჩერებლად გრძელდება, ორივე მხარე ასევე ესხმის თავს ენერგეტიკულ ობიექტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში