ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება მის აქტიურობას უკავშირდება - ადვოკატი

25 ივლისი 2019, 21:31 1630 ნახვა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქმის გამომძიებელს ესაუბრა. მამუკა ჭაბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდა. 

მამუკა ჭაბაშვილმა თქვა, რომ დეტალებზე ოქრუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს. 

''ვესაუბრე გამომძიებელს და წაუყვანიათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. წავალ და მოვინახულებ. ვიდეო მასალა არ მინახავს.. გზაში ვიყავი, რომ გამაგებინეს. შემიძლია ვთქვა, ირაკლისთან კლიენტის და ადვოკატის ურთიერთობა არ მაქვს, 25 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ვმეგობრობ. 21 დამირეკა მიბარებენო, ან შეიძლება დამიბარონ საგამოძიებო უწყებაშიო. ნამდვილად დაიბარეს.

იმის შემდეგ საფრანგეთში მიდიოდა, მაგრამ პროცესის მიმდინარეობის გამო გადადო წასვლა. შემდეგ აღარ გამოუძახებიათ საგამოძიებო უწყებაში. დღეს ჩვენ შევხვდით ჩემთან, ოფისში მისი მძღოლის საქმესთან დაკავშირებით და ახლა გავიგე ეს ამბავი.

ჩემს შთაბეჭდილებებზე თავს შევიკავებ. ჯერ შევხვდები ირაკლის და შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ გარკვეულ მოვლენებს უკავშირდება, მეტს აღარ ვიტყვი, მის გააქტიურებას, შევხვდები და ამის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას, რასაც ირაკლი გადმომცემს“, –  ამბობს ადვოკატი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი