ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 39 ადამიანი გარდაიცვალა

25 ივლისი 2019, 12:15 1806 ნახვა

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად, 2 დღის განმავლობაში  სულ მცირე 39 ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა. უკვე რამდენიმე დღეა ინდოეთში კოკისპირული წვიმების შედეგად წყალდიდობებსაც ებრძვიან. 

გასულ კვირას მეხის დაცემის შედეგად, ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში 33 ფერმერი გარდაიცვალა, რომლებიც მინდორში მუშაობდნენ. 

სხვადასხვა უცხოური მედიის ინფორმაციით,  წყალდიდობას ინდოეთის რეგიონებში 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში