ქიბარ ხალვაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.
დამანებეთ თავი, არ შეგიძლიათ? არ შემიძლია კამერასთან მუშაობა. მოვედი ჩემი ხელმოწერის მისაცემად. ხომ არ დავმალულვარ?“, - მიმართა ხალვაშმა ჟურნალისტებს.
ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
''რუსთავი 2''-ის ჟურნალისტმა ქიბარ ხალვაშს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხზეც ჰკითხა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის გუნდმა, რამდენიმე დღის წინ მოითხოვა საბჭოს შექმნა, რაზეც პაატა სალიასგან უარი მიიღო.
სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აძლევდა თუ არა „რუსთავი 2“-ის გუნდს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას.
კითხვაზე, რატომ არ დასთანხმდა არხის შემოთავაზებას საზოგადოებრივი ბორდის შექმნასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა:
„რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!“, - აღნიშნა ხალვაშმა.