ბავშვთა ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევა ბათუმის ცენტრში - პოლიციამ დააკავა ორი ქალი, რომლებიც გამოძიების ვერსიით 6-დან 12 წლამდე 4 მოზარდს ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის შედეგად მოწყალების თხოვნას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად ითვისებდა. დაკავებული ერთ-ერთი ქალი მოზარდების დედაა, მეორე კი დეიდა.
შემთხვევა სავარაუდოდ სისტემატურად ხდებოდა ჭავჭავაძისა და მის მიმდებარედ არსებული ქუჩების გადაკვეთაში. დაუცველი არასრულწლოვნები და შრომითი ტრეფიკინგი არაერთხელ გამხდარა „მთავარის“ მთავარი თემაც. რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს სახელმწიფო დაუცველი ბავშვების დასაცავად.