დავით დვალი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს- რას ამბობს ოქრუაშვილი?

20 ივლისი 2019, 15:10 1528 ნახვა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი სოციალურის ქსელის საშუალებით პროკურატურას მიმართავს, დაკითხონ ირაკლი ოქრუაშვილი. მისი განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. „მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში კი ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ტელევიზია მაშინაც მას ეკუთვნოდა და ხვალაც მისი იქნება.

დღეს კი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს შეხვდება და კუთვნილ 80%-ს მათ უსასყიდლოდ გადასცემს. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილის ხელთ არსებული დოკუმენტი არის გაყალბებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ის ასევე გამოეხმაურა პაატა სალიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქრუაშვილმა უნდა დაასაბუთოს, თუ საიდან იშოვა მან მინისტრობის დროს მილიონები.“რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი