"რუსთავის 2"-ის მა, ტელეკომპანიის ახალ ხელმძღვანელს მიმართეს და სპეციალური განცხადება გაავრცელეს. ისინი კვლავ ითხოვენ პაატა სალიასგან მყარ გარანტიებს, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
თანამშრომლები, „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვენ, რომელიც მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. საბჭოს შექმნამდე კი საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმს ითხოვენ.