ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოჭიდავეები პატიმრობაში დატოვა . მათმა ახლობლებმა კი სასამართლოსთან აქცია კვლავ გამართეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუტით ქუჩაც გადაკეტეს. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.
დაკავებულების ახლობლებმა აქცია დღის პირველ ნახევარშიც გამართეს, ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ, მათი მტკიცებით 4 თვის წ3ინ მომხდარ ინციდენტში 20-მდე პირი მონაწილეობდა, თუმცა დაკავებულებს შორის მთავარი დამნაშავეები არ არიან.
საქმე ეხება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მარტს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაჭრეს, შსს-მ ფაქტზე 5 პირი დააკავა. გამოძიება მათ ხულიგნობას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, ასევე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას ედავება.