„ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ - ამ დევიზით ბათუმში, უკრაინელმა ბავშვებმა შინდისის სკვერში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. პროექტის ფარგლებში საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები 20-უკრაინელი ბავშვი ჩამოვიდა.
პროექტის მიზანი ომისგან ტრამვირებული ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაა. ბავშვები აჭარის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს გაეცნობიან და სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება.