Walt Disney Company CIS-ის დირექტორი კახა აბაშიძე იქნება

19 ივლისი 2019, 16:07 1256 ნახვა

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად კახა აბაშიძე დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას  AT.ge ავრცელებს. 

კახა აბაშიძემ Disney-ში 2008 წელს დაიწყო მუშაობა. ის დისტრიბუციის დარგში იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტი იყო. 

2014-2019 წლებში კახაბერ აბაშიძე უძღვებოდა Disney-ს ოფისს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.

კახაბერ აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

 მარინა ჟიგალოვა-ოზკანი 2 სექტემბრიდან “სბერბანკში” უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, მარკეტინგის, რეკლამისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში