მთავრობა ფრინველის ხორცის კონტროლს ამკაცრებს

19 ივლისი 2019, 08:43 2345 ნახვა

2020 წლის 1-ელი თებერვლიდან  ფრინველის ხორცის ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობამ ფრინველის ხორცის შესახებ „ტექნიკური რეგლამენტი-ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" უკვე მიიღო. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს, თუ წყლის შემცველობა მასში  არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ  ტექნიკური რეგლამენტი ადგენს გაციების მეთოდიდან გამომდინარე წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას.

რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამასთან, ეტიკეტზე მეურნეობის ტიპისა და ფრინველის ზრდის/გამოყვანის მეთოდების მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

რეგლამენტი დაარეგულირებს იმპორტირებულ ფრინველის ხორცსაც.
იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შესაბამისობაშია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა დაეკისრება ბიზნესოპერატორს, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს კი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

დადგენილება ძალაში ეტაპობრივად შევა. ძირითადი ნორმები ამოქმედდება 2020 წლის პირველი თებერვლიდან, ხოლო ნაწილი – 2024 წლიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი