"მსგავსი ინციდენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება"-საგარეო უწყება

16 ივლისი 2019, 11:22 1451 ნახვა

დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში  ნათქვამია, რომ  მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დავით გარეჯის მიმდებარე ზოლში, სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც მოხდა დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. მსგავსი ინციდენტები არ შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა გაგრძელდეს ექსპერტთა ჯგუფების და სადელიმიტაციო კომისიების შეხვედრები, რისთვისაც ქართული მხარე გამოთქვამს სრულ მზაობას,- ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ახლა ადგილზე მშვიდი ვითარებაა და უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში საქართველოს ელჩის ზურაბ პატარაძისგან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებზე განმარტება სთხოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი