სახელმწიფო კომპანიამ მოქალაქეს ტექნიკით სარგებლობისთვის 1500 ლარი მოსთხოვა - საგამოძიებო სამსახური

16 ივლისი 2019, 11:04 1486 ნახვა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს მენეჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა 1500 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 800 ლარი.

შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი