ქობულეთში ცნობილი ბიბლიოფილის, მამია ხარაზის მემორიალური დაფა გაიხსნა. შემდეგ კი სტუმრებმა მამია ხარაზის ბიბლიოთეკა მოინახულეს, სადაც 40 ათასამდე წიგნი ინახება.
მათგან თითქმის 4 ათასზე სხვადასხვა ავტორის ხელწერაა დატანილი. მემორიალის გახსნას ოჯახის წევრებთან ერთად, ქობულეთის მერიის წარმომადგენლები და ქობულეთის დამეგობრებული ქალაქების სტუმრები ესწრებოდნენ.