"ოკუპაცია, ოლიგარქია და სიღარიბე" - "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეზე ქვეყნის გამოწვევები 

11 ივლისი 2019, 13:20 1861 ნახვა

"მთავარი გამოწვევა არის ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიების დაცვა, რომელზეც საფრთხე მოდის ჩრდილოეთიდან და ამაში ჩვენი მთავარი დასაყრდენი დასავლური ინსტიტუტებია -  "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მეორე გამოწვევა არის ოლიგარქია. "ოლიგარქია ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ გვაქვს რეალური ვითარება, როცა ქვეყნის უფროსია არა პრემიერ მინისტრი, არა პარლამენტი, არა ინსტიტუტები, რომელიც უნდა მართავდეს სახელმწიფოს, არამედ ოლიგარქი. მილიარდელია პარტიის თავმჯდომარე და სახელმწიფოს სამზარეულოდან მართავს. ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ვერ გავუმკლავდეთ მთავარ გამოწვევას - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ძლიერი პარლამენტის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ოლიგარქის სანოტარო ბიურო" - უთხრა აჭარის მაუწყებელს ოთარ კახიძემ.

მესამე გამოწვევა ოპოზიციის აზრით სოციალური პრობლემები და სიღარიბეა,  სუსტი ეროვნული ვალუტა და დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. 

"ამ პრობლემების შესახებ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ისედაც არიან ინფორმირებული. ჩვენ მათთან შეხვედრის დროს ვუთხარით, რომ 2020 წელს, ჩვენი პარტნიორების დაკვირვებისა და მონიტორინგის ქვეშ, უნდა უზრუნველყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, არჩევნების გზით. 

უნდა მოხდეს ყველაფერი მშვიდობიანად, არჩევნების გზით და ისე არ განვითარდეს მოვლენები, რომელიც აძლევს ხელს ჩვენს არაკეთილმოსურნეს, ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციას" - ურა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. . 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი